15:58 - 23 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-17 13:16:36, 2390 ნახვა

მსოფლიო
რუსეთში სოციალური ქსელის LinkedIn დაბლოკვა დაიწყო

რუსეთში სოციალური ქსელის LinkedIn დაბლოკვა დაიწყო, - ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

როგორც მედია საშუალება იტყობინება, 10 ნოემბერს, მოსკოვის საქალაქო სასამართლომ LinkedIn-ის დაბლოკვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება კანონიერად ცნო. 

სასამართლოს ცნობით, სოციალური ქსელი პერსონალური მონაცემების ლოკალიზაციის შესახებ კანონს არღვევს.

მასობრივი კომუნიკაციის დეპარტამენტის განცხადებით, სოციალური ქსელი აგროვებს და ავრცელებს იმ ადამიანების მონაცემებს, ვინც ქსელის მომხმარებელი არ არის, ეს ყველაფერი კი მათი თანხმობის გარეშე ხდება. გარდა ამისა დეპარტამენტის ცნობით, LinkedIn-მა რუსეთში თავისი სერვერები არ გადაიტანა, რაც ასევე დარღვევაა.

ამასთან, როგორც LinkedIn-ში აცხადებენ, კომპანია არ არის ვალდებული რუსეთის კანონმდებლობის ფარგლებში იმუშავოს, რადგან მისი მომხმარებლები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან არიან. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, მომხმარებლები პირად მონაცემებს ნებაყოფლობით უთითებენ და რეგისტრაციის დროს ყველა პირობას დეტალურად ეცნობიან.

ცნობისთვის, LinkedIn-ი არის სოციალური ქსელი, რომელიც სამსახურის ძებნისა და სამუშაო კონტაქტების გაცვლისთვისაა შექმნილი. სოციალურ ქსელს 400 მილიონზე მეტი დარეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს. გამოკითხვების თანახმად სოციალური ქსელი 15 ყველაზე პოპულარულ საიტებს შორისაა. კომპანიის სერვერები კალიფორნიაში არის განთავსებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ალიევმა გაათავისუფლა საფრანგეთის ორი მოქალაქე რომლის გამოც ორი რუსი ოლიგარქი სანქციების სიიდან ამოიღეს
80 000-მდე აბონენტს, მათ შორის თბილისის რამდენიმე უბანს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვნის დევნილთა დასახლებას, წყალმომარაგება 36 საათით შეეზღუდება
გორდულაძე – ევროკავშირში უნდა აწყობდეთ, რომ ჩიხში შესული ურთიერთობებიდან გამოსავალი თავადვე მოძებნონ
წითლიძე- აფხაზეთში ჯერ კიდევ არის რუსული ნარატივი, რომ აფხაზებსა და ქართველებს შორის უნდა იყოს მტრობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics