07:11 - 09 May, 2026
|
2016-11-16 12:42:35, 2379 ნახვა
მსოფლიო
აზერბაიჯანში, ინტერნეტში პრეზიდენტის შეურაცხყოფა, შესაძლოა, დასჯადი გახდეს
აზერბაიჯანის გენერალური პროკურორი ქვეყნის პარლამენტს ინიციატივით მიმართავს, ინტერნეტში პრეზიდენტის შეურაცხყოფისთვის მოქალაქეები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცენ, - ამის შესახებ BBC აზერბაიჯანულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება. მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, პრეზიდენტის მისამართით მედიასა და საჯარო გამოსვლებში ცილისწამება და მისი ღირსების შელახვა დასჯადია. გენერალური პროკურორის ახალი ინიციტივის თანახმად, პრეზიდენტის შეურაცხყოფისთვის ინტერნეტ-მომხმარებელს 500-დან 1000 მანათამდე ჯარიმა, საზოგადოებრივი სამუშაოები ან 2 წლამდე პატიმრობა დაემუქრება. შეგახსენებთ, რომ ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანამდებობას 2003 წლიდან იკავებს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)