15:58 - 23 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-14 12:12:57, 2379 ნახვა

მსოფლიო
პუტინმა სომხეთთან ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შესახებ ინიციატივას მხარი დაუჭირა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვალდიმერ პუტინმა  მხარი დაუჭირა ინიციატივას სომხეთთან ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შეთანხმების ხელმოწერის შესახებ.

პრეზიდენტ პუტინის შესაბამისი განკარგულება უკვე გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც რუსეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს სომხურ მხარესთან შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გამართვა დაევალათ.

შეთანხმების პროექტის თანახმად, რუსეთი და სომხეთი კავკასიის რეგიონში კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ორი ქვეყნის შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ დაჯგუფებას შექმნიან, "რომელიც შეძლებს შეიარაღებულ თავდასხმაზე  ასევე სხვა გამოწვევებსა და საფრთხეებზე ადეკვატურ რეაგირებას".





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ალიევმა გაათავისუფლა საფრანგეთის ორი მოქალაქე რომლის გამოც ორი რუსი ოლიგარქი სანქციების სიიდან ამოიღეს
80 000-მდე აბონენტს, მათ შორის თბილისის რამდენიმე უბანს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვნის დევნილთა დასახლებას, წყალმომარაგება 36 საათით შეეზღუდება
გორდულაძე – ევროკავშირში უნდა აწყობდეთ, რომ ჩიხში შესული ურთიერთობებიდან გამოსავალი თავადვე მოძებნონ
წითლიძე- აფხაზეთში ჯერ კიდევ არის რუსული ნარატივი, რომ აფხაზებსა და ქართველებს შორის უნდა იყოს მტრობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics