|
2016-11-11 21:21:37, 831 ნახვა
საზოგადოება
გერმანიის საგარეო მინისტრმა კვირიკაშვილს ქართველი სამხედროების სიმამაცისთვის მადლობა გადაუხადა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბრის დასაწყისში, გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გერმანელი ხალხის სახელით, მადლობა გადაუხადა, ავღანეთში გერმანიისგენერალურ საკონსულოზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის მოგერიების დროს, ქართველი სამხედროების მიერ გამოჩენილი სიმამაცის გამო. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა მადლიერება გამოხატა, თითოეული ქართველი სამხედროს მიმართ, რომელებმაც თავდასხმის მოგერიება და საკონსულოს ყველა თანამშრომლის უვნებლად გადარჩენა უზრუნველყვეს. თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ასეთი ფაქტები კიდევ უფრო ამყარებს ორ ქვეყანას შორის არსებულ მტკიცე კავშირს. საუბრის დროს, გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მის პოლიტიკურ გუნდს საპარლამენტო არჩვენებში დამაჯერებელი გამარჯვება მიულოცა. მანვე, პრემიერს, მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა და გერმანიის მთავრობის სახელით, საქართველოს მთავრობას, სრული პოლიტიკური მხარდაჭერა აღუთქვა. საუბარი ასევე შეეხო, ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დროულად ამოქმედების მნიშვნელობას. გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის თქმით, იგი არ დაიშურებს ძალისხმევას, რათა ეს საკითხი დროულად გადაწყდეს. სატელეფონო საუბრის დროს, მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარება მიმოიხილეს და საქართველო-გერმანიას შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
ტრამპი - როდესაც ომი დასრულდება, უკრაინა ცოტა განსხვავებულ ფორმას მიიღებს
კობახიძე - საქართველო სოლიდარობას უცხადებს პოლონეთსა და პოლონელ ხალხს
რუბიო იმედოვნებს, რომ აბუ-დაბიში უკრაინის ომთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში პროგრესი იქნება
Reuters: ვენსი ტრამპის არაპოპულარული გადაწყვეტილებებისგან დისტანციას იჭერს და რესპუბლიკელთა ლიდერობისთვის ბრძოლისთვის ემზადება
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)