02:38 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-11 11:59:15, 1331 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
წულუკიანი: ყველა მაჟორიტარმა კეთილი ინებოს და საკუთარ ამომრჩეველთან უფრო აქტიურად იმუშაოს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი  მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მხარს არ უჭერს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა ოლქს და მასში მცხოვრებ ამომრჩეველს უნდა ჰყავდეს ერთი პირი, რომელიც  აღებულ ვალდებულებებზე პასუხს ბოლომდე აგებს.

თუმცა, ამავდროულად წულუკიანი არ გამორიცხავს, რომ უმცირესობაში იყოს  და ამ მოდელის გაუქმებას პარლამენტმა მხარი დაუჭიროს:

„მე პირადად, როგორც ყოფილი მაჟორიტარი, მაჟორიტარული სისტემის მოშლას არ ვემხრობი.მიმაჩნია, რომ ყველა ოლქს და მასში მცხოვრებ ამომრჩეველს უნდა ჰყავდეს ერთი პირი, რომელიც ბოლომდე აგებს პასუხს იმ ვალდებულებებზე, რომელსაც ის იღებს მათ წინაშე. თუკი ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ზოგიერთ მაჟორიტარს წარსულში არც კი იცნობდა საკუთარი ამომრჩეველი, ეს არ არის მიზეზი იმისა, რომ მთლიანად სისტემა გაუქმდეს. ამის წამალი არის ის, რომ ყველა მაჟორიტარმა კეთილი ინებოს და საკუთარ ამომრჩეველთან უფრო აქტიურად იმუშაოს, თუმცა  არ გამოვრიცხავ, რომ ვიყო უმცირესობაში და პარლამენტმა  ამ მოდელის გაუქმებას მხარი დაუჭიროს“,-აღნიშნა წულუკიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics