|
2016-11-10 21:46:45, 816 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში ქიმიური პროდუქციის წარმოების მსოფლიო ლიდერი BASF-ი შემოდის
საქართველოში ქიმიური პროდუქციის წარმოების სფეროში მსოფლიო ლიდერი - BASF-ი შემოდის, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, დღეს, კომპანიის რეგიონული ოფისის საქართველოში გახსნასთან დაკავშირებული საზეიმო მიღება გაიმართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. მთავრობის მეთაურმა BASF-ის მენეჯმენტს, განსაკუთრებით პირველ ვიცე-პრეზიდენტ ლორენ ტენტურიეს რეგიონული ოფისისთვის საქართველოს შერჩევისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ცხადყოფს საქართველოს წინსვლას, რომელსაც საფუძვლად უდევს მთავრობის ეფექტიანი რეფორმები. „სასიხარულოა, რომ კომპანია BASF-მა სათანადოდ შეაფასა საქართველოს მომგებიანი სტრატეგიული მდებარეობა და, ზოგადად, ევრაზიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი ბიზნესგარემო და გადაწყვიტა წარმომადგენლობის გახსნა საქართველოში - ბიზნესის, ლოგისტიკისა და ტრანსპორტის მნიშვნელოვან ცენტრში. ეს ფაქტი ასევე უსვამს ხაზს ჩვენი ღია და ლიბერალური ეკონომიკის მქონე ქვეყნის მიღწევებს, რომელიც იზიდავს ინვესტორთა მზარდ რაოდენობას და სთავაზობს მათ ბიზნესის განვითარების მნიშვნელოვან შესაძლებლობებს. BASF-ი არის დიდი ისტორიის მქონე უმნიშვნელოვანესი კომპანია, რომლის წარმოებისა და გადამუშავების შთამბეჭდავი პორტფელი მოიცავს ბევრ ძირითად სეგმენტს, მაგალითად, ქიმიურ ნივთიერებებს, ფუნქციური მასალები და ხსნარები, სოფლის მეურნეობაში გამოყენებული ხსნარები, ნავთობი და ბუნებრივი აირი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრი იმედოვნებს, რომ ახალი წამოწყება რეგიონში, კომპანიას კიდევ უფრო დიდ წარმატებას მოუტანს. „საქართველოს სჭირდება თქვენნაირი ინვესტორები - კომპანიები, რომლებიც აცნობიერებენ ჩვენი ქვეყნის, როგორც ევროპისა და აზიის კარიბჭის როლს, რომელიც წარმოადგენს ხიდს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის და ახალი აბრეშუმის გზის ნაწილს. თქვენი შემოსვლა ასევე წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკური და მარეგულირებელი გარემოს მაღალი ხარისხის დასტურს. საქართველოს მთავრობა გეგმავს თავისი ეფექტიანი რეფორმების დღის წესრიგის განხორციელების გაგრძელებას და ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესებას. ამას ემატება თანამედროვე ინფრასტრუქტურა და გამართული საგადასახადო სისტემა, რისი წყალობითაც ბიზნესის წარმოება საქართველოში კიდევ უფრო მარტივი ხდება. ჩვენ უკვე შევიმუშავეთ ამომწურავი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომლებიც მიზნად ისახავს ინოვაციური გადაწყვეტილებებისა და დამწყები ბიზნესების წახალისებას საქართველოში, და ჩვენი აქტიურობა ამ მიმართულებით დღითიდღე იზრდება. დარწმუნებული ვარ, კომპანია BASF-ის უპრეცედენტო გამოცდილებისა და საქართველოს ინოვაციური და შემოქმედებითი ბიზნესგარემოს კომბინაცია იძლევა თანამშრომლობის მართლაც დიდ პოტენციალს",- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა წარმატებები უსურვა კომპანიის გუნდს, საქართველოში - ღია და ბიზნესზე ორიენტირებულ ქვეყანაში და იმედი გამოთქვა, რომ გუნდის თითოეული წევრი თავს შინ იგრძნობს. ცნობისთვის, BASF-მა, რომლის ისტორიაც განვითარებისა და წარმატების ხანგრძლივ პერიოდს მოიცავს, გასულ წელს 150 წლის იუბილე აღნიშნა. კომპანია, ქიმიური პროდუქციის წარმოების სფეროში, მსოფლიოში ლიდერია.
ტრამპი - როდესაც ომი დასრულდება, უკრაინა ცოტა განსხვავებულ ფორმას მიიღებს
კობახიძე - საქართველო სოლიდარობას უცხადებს პოლონეთსა და პოლონელ ხალხს
რუბიო იმედოვნებს, რომ აბუ-დაბიში უკრაინის ომთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში პროგრესი იქნება
Reuters: ვენსი ტრამპის არაპოპულარული გადაწყვეტილებებისგან დისტანციას იჭერს და რესპუბლიკელთა ლიდერობისთვის ბრძოლისთვის ემზადება
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)