02:38 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-10 14:45:53, 1497 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
წულუკიანი: საქართველო ელექტრონული არჩევნებისთვის მზად არის, თუმცა ამას კანონმდებელთა მხარდაჭერა სჭირდება

ტექნოლოგიურადაც და კიბერუსაფრთხოების კუთხითაც სრულიად მზად ვართ, რომ საქართველოში ელექტრონული არჩევნები ჩატარდეს, თუმცა ამისთვის კანონმდებელთა მხარდაჭერაა საჭირო, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა“ და „ICT ბიზნესსაბჭოს“ ორგანიზებით, კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების საკითხებზე ყოველწლიური რეგიონული კონფერენციის შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით, თუ ეს გადაწყვეტილება პარლამენტის მიერ მიღებული იქნება, საქართველოს ხელისუფლება ტექნოლოგიურად ელექტრონული არჩევნების ჩასატარებლად მზად არის.

„საქართველო, იმ შეფასების შედეგად, რომელიც ჩვენ შარშან ჩავატარეთ იუსტიციის სამინისტროს „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ ეგიდით, ტექნოლოგიურადაც და კიბერუსაფრთხოების კუთხითაც არის სრულად მზად არის, რათა საქართველოში ელექტრონული არჩევნები ჩატარდეს. ეს რომ მოხდეს, საჭიროა კანონმდებელთა მხარდაჭერა, საკანონმდებლო ცვლილებები. ასევე, მნიშვნელოვანია მოსახლეობის მხარდაჭერა ამგვარი მოდელისადმი და ნდობა ამგვარი ტიპის არჩევნებისადმი. თუ ეს გადაწყვეტილება იქნება პარლამენტის მიერ მიღებული, აღმასრულებელი ხელისუფლება ტექნიკურად და ტექნოლოგიურად საქართველოში ელექტრონული არჩევნების ჩასატარებლად, მისი კიბერშეტევებისგან დასაცავად არის 100%-ით მზად“, - განაცხადა წულუკიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics