02:28 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-10 13:07:58, 1418 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
სააკაშვილი: ახლა ვუყუროთ ”პანორამა თბილისს” და იმ მართლა აფერისტის განადგურებულ ადგილებს

„ამხელა ინვესტიციას აშენებდა დონალდ ტრამპი ბათუმში, თუმცა ხელისუფლებამ ყველაფერი გააჩერა“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ინტერვიუში განაცხადა, რომელიც მისი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ტრამპი „აფერისტად“ გამოაცხადეს და მის საქმიანობას „ბლეფი“ უწოდეს.

” აშენებდა ეს კაცი ამხელა ინვესტიციას ბათუმში, თუმცა ეს ყველაფერი გააჩერეს, გამოაცხადეს ტრამპი საერთაშორისო აფერისტად და ეს ყველაფერი გამოაცხადეს ბლეფად. სამაგიეროდ, აზერბაიჯანელებმა რომ ნახეს, სასწრაფოდ გაქანდნენ უკვე არსებულ შენობაზე შეუთანხმდნენ, რომ დარქმეოდა ტრამპის სახელი, რომ ჩვენ არ ჩამოგვრჩენოდნენ. ჩვენ შეიძლებოდა ერთადერთი ქვეყანა ვყოფილიყავით, სადაც იქნებოდა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის პირდაპირი, ნოლიდან აშენებული ინვესტიცია. ახლა ვუყუროთ ”პანორამა თბილისს” და სხვა იმ მართლა აფერისტის განადგურებულ ადგილებს. მართლა გული გაგისკდება ადამიანს, ბოლომდე გაგვაბანძეს და გადაგვამტვრიეს ქვეყანა თავზე. გახსოვთ, ტრამპი ჩვენს ქებაში იყო ყველა არხზე მუდმივად. ჩემზე ბევრად უკეთესად იცოდა დასახელებები - მსოფლიოს პირველი რეფორმატორი, მეორე ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა, ყველაზე მიმზიდველი საინვესტიციო ქვეყანა და ა.შ. ძალიან ბევრჯერ, თვითონ მოუყოლია ამერიკის სხვადასხვა არხებზე საქართველოს მიღწევების შესახებ. არც ერთ ამერიკელს ასეთი ენთუზიაზმით საქართველოზე არასდროს ულაპარაკია”, - განაცხადა სააკაშვილმა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ტრამპის გამარჯვება წინასწარ იცოდა. 

” ჩემ წიგნში რამდენიმე თვის წინ დავწერე, რომ ძალიან მაღალი ალბათობით გაიმარჯვებდა ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებში მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ყველა გამოკითხვაში ჰილარი კლინტონი ლიდერობდა. ძალიან ცდება ის ხალხი, ვინც ტრამპს არ აფასებს. ტრამპი ძალიან ნიჭიერი და ჭკვიანი ადამიანია”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics