02:28 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-10 00:37:16, 919 ნახვა

პოლიტიკა
მანანა კობახიძე: მე პატივს ვცემ ამერიკელი ხალხის არჩევანს

მე პატივს ვცემ ამერიკელი ხალხის არჩევანს, მათ თავად გადაწყვიტეს როგორი პრეზიდენტი ჭირდებათ, - ასე ეხმაურება პარლამეტის ვიცესპიკერი მანანა კობახიძე აშშ-ის არჩევნების შედეგებს საკუთარ Facebook გვერდზე.

როგორც კობახიძე აღნიშნავს, "ძალიან კარგია, რომ ის [ტრამპი] უკვე იცნობს საქართველოს, ნამყოფია აქ, იცის ჩვენს შესახებ, ხოლო ვისი და რისი გამოისობით, ეს მეორე ხარისხოვანია!"

"მე პატივს ვცემ ამერიკელი ხალხის არჩევანს, მათ თავად გადაწყვიტეს როგორი პრეზიდენტი ჭირდებათ, ეს მხოლოდ ამერიკელი ხალხის საქმეა და სხვა არავისი! წარმატებას ვუსურვებ ამ ხალხს, მათ პრეზიდენტს და ამ ქვეყანას, როგორც ჩვენს მეგობარს! ისე, წარსულს რომ გადავხედე 2012 წლის 21 აპრილს ჩამოუყვანია ბატონი ტრამპი სააკაშვილს საქართველოში, ამ დღეს ხდებოდა თბილისში ზუსტად ის, რაც შემდეგ, უკვე დიდი ხნით მოსვენებას დაუკარგავს ყოფილ პრეზიდენტს და მთელ მის გუნდს, ამ დღეს ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა! პიარტექნოლოგიებს თუ გადავხედავთ, შესაძლოა ამ მოვლენის გადაფარვაც იყო მაშინდელი ხელისუფლების ერთერთი ამოცანა. ამიტომ, ალბათ შემთხვევითი არ იქნებოდა ეს დამთხვევა და სწორედ ამ დღეს, აწ უკვე აშშ-ს 45-ე პრეზიდენტის, როგორც მეტად საპატიო სტუმრის, ვიზიტი ჩვენს სამშობლოში. ნებისმიერ შემთხვევაში, ძალიან კარგია, რომ ის უკვე იცნობს საქართველოს, ნამყოფია აქ, იცის ჩვენს შესახებ, ხოლო ვისი და რისი გამოისობით, ეს მეორე ხარისხოვანია! აწი კი, ჩვენი სამუშაოა, თანაც ძალიან გულმოდგინედ!", - წერს კობახიძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics