|
2016-11-09 16:23:46, 709 ნახვა
პოლიტიკა
თურქეთის პრემიერი იმედოვნებს, რომ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, აშშ გიულენის ექსტრადირებას მოახდენს
თურქეთის პრეზიდნეტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები დადებითად შეაფასა და ქვეყნის მოსახლეობას წარმატებული მომავალი უსურვა. როგორც სააგენტო Reuters-ი იტყობინება, თურქეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვება ახლო აღმოსავლეთში კარგ ურთიერთობებს ჩამოაყალიბებს. “ვიმედოვნებ, რომ ამერიკელი ხალხის არჩევანი სასარგებლო ნაბიჯებს გამოიწვევს მსოფლიოში ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების მხრივ, ასევე ჩვენს რეგიონში დემოკრატიისა და განვითარებისთვის. ამერიკელმა ხალხმა კარგი არჩევანი გააკეთა და მსურს მათ წარმატება ვუსურვო”, - განაცხადა ერდოღანმა. ამასთან, "რესპუბლიკელი" კანდიდატის გამარჯვება თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმაც დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ტრამპის გამარჯვების შემდეგ ურთიერთობები ამერიკასა და თურქეთს შორის გაუმჯობესდება. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ აშშ ფეთჰულა გიულენის ექსტრადირებას მოახდენს. "მეგობრული ურთიერთობები თურქეთსა და აშშ-ის შორის ისევ აღდგება, მას შემდეგ რაც ამერიკა თურქეთს ტერორიზმთან ბრძოლაში დაეხმარება და ფეთჰულა გიულენის ექსტრადირებას მოახდენს", - განაცხადა ილდირიმმა. შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, რესპუბლიკელმა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა უკვე ამომრჩეველთა კოლეგიის 290 ხმა დააგროვა, ჰილარი კლინტონს კი 218 ხმა აქვს. ცნობისთვის, გამარჯვებისთვის საჭირო იყო 270 ხმის მიღება.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)