|
2016-11-09 12:44:20, 1350 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ცინცაძე: ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, ქართული დიპლომატია იძულებული გახდება, ცოტა თავი შეაჭანჭყაროს
ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებში წინასწარი მონაცემებით, დონალდ ტრამპი იმარჯვებს. როგორ აისახება ტრამპის გამარჯვება მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე და საქართველოზე. „ექსპრესნიუსი“ საგარეო პოლიტიკის საკითხებში ექსპერტ სოსო ცინცაძეს ესაუბრა. ცინცაძე საქართველოსთან მიმართებაში დიდ ცვლილებებს არ ელოდება, თუმცა ამბობს, რომ ქართულ დიპლომატიას უფრო დამოუკიდებელი კურსის შემუშავება მოუწევს. ცინცაძის თქმით, ქართული დიპლომატია მზად უნდა იყოს, ამერიკის ნებისმიერ პრეზიდენტთან მოკავშირული თუარა, კეთილგანწყობილი ურთიერთობა ჰქონდეს: „დავუშვათ, რომ ტრამპმა გაიმარჯვა- როგორ აისახება ეს. შემთხვევითი ხომ არ არის, რომ მთელ მსოფლიოში ფინანსურ ბაზრებზე უკვე პანიკაა და დოლარი ეცემა. დოლარი დაეცა იენთან მიმართებით, შვეიცარიის ფრანკთან მიმართებით. გერმანიის თავდაცვის მინისტრი ქალბატონი აცხადებს, რომ შოკში ვარო. არავინ ელოდა ამას, მაგრამ ეს არ ნინავს იმას, რომ მსოფლიო უკვე საშინელ გზაზე დადგა და მსოფლიოს კატასტროფა ელოდება, ვინაიდან ნებისმიერ შემთხვევაში, ტრამპს მოუწევს ანგარიში გაუწიოს კონსერვატორულ კონგრესს. კი, ქვედა პალატაში რესპუბლიკელები ინარჩუნებენ უმრავლესობას და პალატის სპიკერმა უკვე მიულოცა კიდეც ტრამპს გამარჯვება, მაგრამ სენატში, სადაც 34 სენატორს ირჩევენ, სხვა სიტუაციაა. ქვედა პალატაშიც ის ახალი 435 კონგრესმენი წარმომადგენელთა პალატის წევრი, ყველა ტრამპით აღფრთოვანებული რომ არ იქნება, ეს წინასწარ ცნობილია. შინაგანი რესურსი ქვს ამერიკის ინსტიტუტებს და პოლიტიკურ სისტემას იმდენად ძლიერი, რომ ეს ხორვატიული წარმოშობის ჟირინოვსკიც კი, ამერიკას ვერ გადაჩეხავს უფსკრულში. ის ვერ მიიყვანს ამერიკას კვლავ ახალ იზოლაციონიზმამდე, როგორიც იყო პირველი მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდი. ის ამერიკას ვერ ჩამოაშორებს ვერც იაპონიას, ვერც ევროპას და ვერც ნატოს. რაც შეეხება საქართველოს, იგივე ობამას პერიოდში საქართველო პრიორიტეტი იყო ამერიკისთვის?! არავითარ შემთხვევაში. ამიტომ, მე აქ სერიოზულ ძვრებს არ ველოდები. უფრო მეტი ძალისხმევა მოუწევს ჩვენს პოლიტიკოსებს და პირველ რიგში ქართულ დიპლომატიას, რომ გადაეჩვიოს სხვის კმაყოფაზე ყოფნას. ჩვენ ხომ შევარდნაძის და სააკაშვილის პერიოდში ვცდილობდით, ვიღაცას მივკედლებოდით, ვიღაც დიდი პატრონი გვეშოვა საერთაშორისო არენაზე და იმის ქოლგის ქვეშ ვყოფილიყავით. მოგვიწევს უფრო დამოუკიდებელი კურსის შემუშავება, უფრო ელასტიურის, უფრო გაწონასწორებულის, დაბალანსირებულის და ადრე თუ გვიან მოუწევს ქართულ დიპლომატიას აღიაროს, რომ დიპლომატიაში კვერცხის ერთი კალათით ტარება არ შეიძლება. ეს კალათა შეიძლება გაგივარდეს და დაისხვრეს. ეს კალათა შეიძლება გავარდეს ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, თუმცა ეს ქვეყნისთვის კატასტროფა არ იქნება. უბრალოდ, ქართული დიპლომატია იძულებული გახდება, ცოტა თავი შეაჭანჭყაროს. ასე რომ, უფო კრიატიული გადაწყვეტილებები ეძებოს, ნაცვლად მფარველებისა, პატრონებისა და ქოლგების ძებნისა. თუმცა, მაინც დაველოდოთ მოვლენებს“,-განუცხადა სოსო ცინცაძემ „ექსპრესნიუსს“.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)