|
2016-11-05 17:39:58, 1289 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე „ბათუმი მოლის" გახსნას დაესწრო
ბათუმში, პირველი ყველაზე მასშტაბური სავაჭრო ცენტრი „ბათუმი მოლი" გაიხსნა. სავაჭრო ცენტრის გახსნას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად ესწრებოდა. "მინდა პირველ რიგში მივულოცო ბათუმელებს. პირველი მრავალფუნქციური მოლი გვაქვს ბათუმში. დღეიდან ბათუმელებს აქ შუძლიათ მოვიდნენ ოჯახებთან ერთად და დაისვენონ. არაჩვეულებრივი გარემოა და ეს არის პირველი მერცხალი. მრავალი მოლი და სავაჭრო ცენტრი გაიხსნება მალე ბათუმში“, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, „ბათუმი მოლი" არის 4 სართულიანი და შენობას თან ახლავს 6 დონიანი ავტო პარკინგი, რაც ბათუმისათვის სიახლეს წარმოადგენს, რაც ხელს შეუწყობს სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე საცობების თავიდან აცილებას. ცენტრის თოთოეულ სართულს აქვს ინდივიდუალური გასასვლელი პარკინგის შესაბამის დონეზე. მაქსიმალური კომფორტისათვის, ცენტრი აჭღურვილია შენობის ყველა სართულზე მდებარე ლიფტებით და ესკალატორებით. ამ ეტაპზე სავაჭრო მოლში გახსნილია და წარმოდგენილია სხვადასხვა ტიპის და დანიშნულების 50-მდე ბრენდი და გასართობი ობიექტი. წლის ბოლოსათვის დაგეგმილია ობიექტების რაოდენობის ზრდა. შესაბამისად 2016 წლის ბოლოს, „ბათუმი მოლი" ჯამში 120 ობიექტით მოემსახურება ბათუმელებს და მის სტუმრებს. სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე განთავსებულია: ჰიპერპერმარკეტი, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის ბრენდული მაღაზიები , პარფიუმერული, სამკაულის და აქსესუარების მაღაზიები, სატრენაჟორო დარბაზი, კაფეები,ბარები და სხვადასხვა გასართობი ობიექტები. პროექტზე 20 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. მშენებლობის პროცესში დასაქმებული იყო 200 ადამიანი, ხოლო გახსნის შემდეგ დასაქმდება - 50-მდე ადამიანი.
(NS)
მიტროპოლიტ იობის გინების გამო, შსს-მ ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
საბა ლაზიშვილმა ამერიკულ ორგანიზაცია RAF-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



