01:26 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-04 15:14:58, 629 ნახვა

პოლიტიკა
ამერიკელი კონგრესმენები საქართველოს ახლადარჩეულ მთავრობასთან მუშაობის მზადყოფნას გამოთქვამენ

 ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენები ტედ პო და ჯერალდ კონოლი, რომლებიც აშშ-ს კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეები არიან, საქართველოს 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას ულოცავენ.

კონგრესმენების თქმით, „ოცდახუთი წლის წინ საქართველომ საბჭოთა კავშირის ტირანიას და კომუნისტურ წნეხს დააღწია თავი და მას შემდეგ, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების მეგობარი და მოკავშირეა.“

„მოუთმენლად ველით საქართველოს ახლადარჩეულ მთავრობასთან მუშაობის დაწყებას, რაც საქართველოს შემდგომ კეთილდღეობასა და სტაბილურობას მოუტანს“, - ნათქვამია ამერიკელი კონგრესმენების ერთობლივ განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics