|
2016-11-01 19:18:56, 930 ნახვა
საზოგადოება
სოციალური მომსახურების სააგენტო გავაზში მცხოვრებ ალბერტ სეფიაშვილს დასაქმებას კიდევ ერთხელ შესთავაზებს
სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ვიდეო მასალამ, ყვარლის რაიონის სოფელ გაზავში მცხოვრები სეფიაშვილების ოჯახის შესახებ საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "ექსპრესნიუსმა" სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართა. როგორც "ექსპრესნიუსს" სოციალური მომსახურების სააგენტოში განუცხადეს, სოციალურად დაუცველთა ბაზაში ოჯახი რამდენჯერმეა გადამოწმებული, მაგრამ 2015 წლიდან მაღალი სარეიტინგო ქულის გამო აღარ არის საარსებო შემწეობის მიმღები. "ოჯახში მყოფი მოხუცი ნაზი სეფიაშვილი იღებს ასაკის პენსიას 180 ლარს და აქვს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიზნობრივი- საპენსიო პაკეტი. ოჯახის მეორე წევრი- ალბერტ სეფიაშვილი- შრომისუნარიანი პირია, დეკლარაციის მიხედვით, მას ჯანმრთელობის რაიმე პრობლემა არ აღენიშნება. გამომდინარე იქიდან, რომ ალბერტ სეფიაშვილი შრომისუნარიანია, მას სააგენტოს მხრიდან რამდენჯერმე შესთავაზეს დასაქმება, თუმცა მან დასაქმებისადმი ინტერესი არ გამოხატა. ამის მიუხედავად, ალბერტ სეფიაშვილს კიდევ ერთხელ შესთავაზებენ დასაქმებას , რათა ოჯახს გაუჩნდეს დამატებითი შემოსავალი", - აცხადებენ სოციალური მომსახურების სააგენტოში. როგორც ისინი განმარტავენ, ამ ღონისძიებების შემდეგ, თუკი ოჯახი ვერ შეძლებს მოხუცი ქალბატონისათვის ნორმალური პიროებების უზრუნველყოფას, სახელმწიფო ქალბატონ ნაზის შესთავაზებს სახელმწიფო სერვისში გადაყვანას, სადაც მას 24 საათიანი მოვლა- მზრუნველობა, კვება და სამედიცინო მომსახურება ექნება. "აღსანიშნავია, რომ ოჯახს გააჩნია საკმაოდ მოზრდილი ფართის სახლი, მიწის ნაკვეთი- რომელიც პოტენციურად შემოსავლის მომტანია და ამასთან ერთად, ალბერტ სეფიაშვილს აქვს არარეგულარული შემოსავალი. ოჯახის ორივე წევრს ჰყავს თითო, გარეთ მცხოვრები შვილი, რომლებიც ასევე მათ დამხმარეებად ითვლებიან. სოციალური მომსახურების სააგენტო პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად დამატებით შეისწავლის ოჯახის საჭიროებებს და უახლოეს დღეებში დაეხმარება ყველა საჭირო პროდუქტით", - აღნიშნავენ სააგენტოში.
ტრამპი - როდესაც ომი დასრულდება, უკრაინა ცოტა განსხვავებულ ფორმას მიიღებს
კობახიძე - საქართველო სოლიდარობას უცხადებს პოლონეთსა და პოლონელ ხალხს
რუბიო იმედოვნებს, რომ აბუ-დაბიში უკრაინის ომთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში პროგრესი იქნება
Reuters: ვენსი ტრამპის არაპოპულარული გადაწყვეტილებებისგან დისტანციას იჭერს და რესპუბლიკელთა ლიდერობისთვის ბრძოლისთვის ემზადება
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)