01:36 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-31 20:01:31, 1101 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი ”ოცნების” ამომრჩევლებს: პატივს ვცემ თქვენს არჩევანს, მაგრამ ხომ იცით, რომ არჩევნებზე მასობრივი გაყალბებები იყო

მე არ შევეგუები და არ ვაღიარებ ამ უკანონობის და გაყალბების შედეგს. ამას ვამბობ სრული პატივისცემით ივანიშვილის პარტიის მხარდამჭერების მიმართ. მე პატივს ვცემ თქვენს არჩევანს, მაგრამ თქვენმა უმეტესობამაც ხომ იცის, რომ ამ არჩევნებზე მასობრივი გაყალბებები და მანიპულაციები იყო, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ქართული ოცნების" ამომრჩევლებს.

როგორც ექს-პრეზიდენტმა Facebook-ის გვერდზე გავრცელებულ ვიდეოში განაცხადა, ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა საქართველო ისევ დავაბრუნოთ დემოკრატიულ, ევროპული განვითარების გზაზე.

”მე არ შევეგუები და არ ვაღიარებ ამ უკანონობის და გაყალბების შედეგს. ამას ვამბობ სრული პატივისცემით ივანიშვილის პარტიის მხარდამჭერების მიმართ. მე პატივს ვცემ თქვენს არჩევანს, მაგრამ თქვენმა უმეტესობამაც ხომ იცის, რომ ამ არჩევნებზე მასობრივი გაყალბებები და მანიპულაციები იყო. ამიტომ საქართველოს შემდგომი განვითარებისა და დემოკრატიის წინსვლისთვის, ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა საქართველო ისევ დავაბრუნოთ დემოკრატიულ, ევროპული განვითარების გზაზე. ჩვენ ყველამ ერთად უნდა მივაღწიოთ რაც შეიძლება სწრაფად პატიოსანი არჩევნების ჩატარებას და პატიოსნად მოვიყვანოთ ნორმალური მთავრობა საქართველოში. მე ძალიან დიდ საქმეებში ვარ ჩართული უზარმაზარ ქვეყანაში, უკრაინაში, მაგრამ არ ვაპირებ თითოეული თქვენგანის განსაცდელში მიტოვებას. მე დავუდგები გვერდში ჩემს ხალხს და აუცილებლად დავუჭერ მხარს ჩემს თანამებრძოლებს”, - განაცხადა სააკაშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics