|
2016-10-31 15:58:47, 1704 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
ალექსანდრე ჯეჯელავა: იქნებ ამიხსნათ, რატომ უნდა იცოდეს ბავშვმა ქართული ნაწარმოებიდან საზეპიროები?
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, განათლების სისტემის უმთავრესი პრობლემა „უინტერესო სკოლის“ არსებობაა. როგორც მინისტრმა ტექნიკურ უნივერსიტეტში, საჯარო ლექციაზე განაცხადა, მისი მიზანია სკოლა გაცილებით უფრო საინტერესო გახდეს, ვიდრე ის დღესაა „და 2 წელიწადში ეს ასეც იქნება“. ჯეჯელავას თქმით, მასწავლებლის როლი – სწორად და საინტერესოდ მიაწოდოს მოსწვალეს განათლება, უმნიშვნელოვანესია, თუმცა თავად საკითხის შინაარსი ბევრად მნიშვნელოვანია. „ჩემი აზრით, სკოლა უნდა გავხადოთ უფრო საინტერესო და ეს ჩემი მიზანიცაა. არსებობს მოსაზრება, რომ განათლება მასწავლებელმა სწორად უნდა მიაწოდოს მოსწავლეს, მაგრამ აქ მხოლოდ მასწავლებელი არაა მნიშვნელოვანი. თუკი რაიმეს კონტენტი, შინაარსი არ გაინტერესებს, ამას იძულებით ვერ მოისმენ და ვერც ისწავლი. ცხადია, მასწავლებელი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ თუკი კონტენტი არ ვარგა, მასწავლებელს შანსი არ აქვს. ჩვენ კი უკვე მივედით იმ ადგილას, რომ კონტენტი რეალობას აბსოლუტურად აცდენილია. მაგალითად, იქნებ ამიხსნათ რატომ უნდა იცოდეს და ისწავლოს ბავშვმა ქართული ნაწარმოებიდან საზეპიროები ? – რა თქმა უნდა, ვერ ამიხსნით, რადგან ამის ახსნა არ არსებობს. სინამდვილეში კი საზეპიროებს მეხსიერების განვითარებისთვის ასწავლიან, ვინაიდან უწინ, ინტერნეტამდე, მეხსიერება იყო და შესაბამისად, ეს საჭიროც იყო. ახლა კი აღარ სჭირდებათ, მაგრამ ინერციით, ასევ ვთქვათ „რაზგონით“ მაინც უვითარებენ. ბავშვი რომ გეკითხება „რატომ უხეთქნა, ვარსქენმა ასტამი შუშანიკს?“ – შენ ვერ აუხსნი, შანსი არაა. ამიტომ კონტენტი არის უმნიშვნელოვანესი და თუ ის ვერ მოვარჩინეთ, მასწავლებელიც ავტომატურად შარშია“, - განაცხადა მინისტრმა.
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
მოდელი პრესლი გერბერი, სუპერმოდელ სინდი კროუფორდის ვაჟი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა - Rolling Stone
სახელმწიფო დუმის არჩევნები: წინასწარი შედეგები და პარტიის ლიდერების პირველადი რეაქციები
რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 97.35% მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)