01:24 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-30 23:34:56, 755 ნახვა

პოლიტიკა
კასპში, პირველადი მონაცემებით, "ქართული ოცნების" კანდიდატი ლიდერობს

კასპში, პირველადი მონაცემებით არჩევნების მეორე ტურში "ქართული ოცნების" კანდიდატი ირაკლი მეზურნიშვილი ლიდერობს.

როგორც მმართველი გუნდის კასპის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, ამ ეტაპზე 40 უბნიდან 38 უბნის შედეგია ცნობილი და ყველგან ირაკლი მეზურნიშვილმა გაიმარჯვა.

"კასპში 40 საარჩევნო უბანია. 38 უბანში მოიგო ირაკლი მეზურნიშვილმა. ჯერჯერობით ორი უბნის შედეგი არ ვიცით. თუმცა, ეს ორი უბანი არჩევნებზე გავლენას ვეღარ მოახდენს. ვვარაუდობთ, რომ ხმების მინიმუმ 70 %-ს აიღებს ირაკლი მეზურნიშვილი", - განაცხადა "ქართული ოცნების" კასპის ორგანიზაციის პრესსამსახურის წარმომადგენელმა, ნათია ილურიძემ.

ცნობისთვის, კასპში არჩევნების მეორე ტურში ირაკლი მეზურნიშვილის კონკურენტი "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ნუგზარ ნონიაშვილია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics