01:12 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-30 17:26:29, 617 ნახვა

პოლიტიკა
თინათინ ბოკუჩავა: მარკირებული ადამიანები რამდენჯერმე შედიან ერთი და იგივე უბანზე

„წარმოგიდგენთ ფოტომასალას, სადაც აღბეჭდილია მარკირების მქონე ადამიანები როგორ შედიან რამდენჯერმე ერთი და იგივე უბანზე“-ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინათინ ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისივე განცხადებით, ასეთი ტიპის დარღვევები ფიქსირდება არამხოლოდ მთაწმინდაზე, არამედ ბათუმსა და მარნეულში. 

„აქ არის წარმოდგენილი მეცხრე უბნიდან ფოტომასალა, ფოტოზე ნაჩვენები ქალბატონი მეცხრე უბანზე მეორედ აძლევს ხმას. ხოლო ბოლო მაგალითი გვაქვს 21-ე უბანზე. ასეთი ტიპის დარღვევები ფიქსირდება არამხოლოდ მთაწმინდაზე, არამედ ბათუმსა და მარნეულში. ეს არის კლასიკური მაგალითი ე.წ. „კარუსელის“ როდესაც ერთიდაიგივე ამომრჩეველი რამდენიმეჯერ აძლევს ხმას“,-განაცხადა ბოკუჩავამ.

მისივე თქმით, ასევე გრძელდება კრიმინალური კავშირების მქონე ადამიანების მობილიზაცია სხვადასხვა უბნებზე. 

„განსაკუთრებით პრობლემატურია ეს გორში, სოფლებში ქორდი, დიდსი, გარეჯვარი. ფლავისმანსა და ფლავიში. შეინიშნება ასეთი ტიპის ადამიანების კონცენტრაცია ისევე როგორც სპორტსმენების. ცხადია ეს ადამიანები ცდილობენ, რომ ამ ადამიანებზე მოახდინონ ზეწოლა. ასევე მთაწმინდაზე, სადაც გიორგი მიქაძე პირადად დადის უბნებზე და გიორგი გოგუაძის მიერ ხდება ორგანიზება სხვადასხვა ადამიანების იმისთვის, რომ ამომრჩეველმა ვერ შეძლოს თავისუფლად საკუთარი პოზიციის დაფიქსირება. მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ ყურადღება მიაქციონ ყოველ ასეთ ფაქტს. მარნეულში ასევე დაფიქსირებულია არაერთი ფაქტი, როდესაც პირადობის გარეშე აძლევენ ხმას. მხოლოდ ერთ უბანზე იყო ასეთი ტიპის 80-მდე ფაქტი იყო“,-განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics