|
2016-10-30 11:00:25, 755 ნახვა
პოლიტიკა
ელენე ხოშტარია: წყნეთის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე უბნიდან-უბანზე დადის და ღიად ეწევა აგიტაციას
წყნეთის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე უბნიდან-უბანზე დადის და ღიად ეწევა აგიტაციას, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ "ექსპრესნიუსს" განუცხადა. მეორე ტურის დანიშვნა იმ ოლქებში გახდა საჭირო, სადაც პირველ ტურში მაჟორიტარი დეპუტატობის ვერც ერთმა კანდიდატმა 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა. 8 ოქტომბრის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველი ტურის შედეგების მიხედვით, კანონმდებლობით განსაზღვრული 50%-იანი ბარიერი 23-მა კანდიდატმა გადალახა. ყველა მათგანი წარდგენილი იყო ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მიერ. პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვით კი, კანონმდებლობით განსაზღვრული 5%-იანი ბარიერი სამმა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა: №5 ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” - 27.11% / 27 მანდატი №8 ”დავით-თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი-პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია” - 5.01% / 6 მანდატი №41 ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” - 48.68% / 44 მანდატი. გამოვლენილი პროცედურული დარღვევებისა და უბნების დარბევის გამო, ორ საარჩევნო ოლქში შედეგები გაბათილდა, ამიტომ განმეორებითი კენჭისყრის ჩატარება გახდა აუცილებელი. 22 ოქტომბერს განმეორებითი კენჭისყრა ჩატარდა: მარნეულის #36 მაჟორიტარული ოლქის 48-ე საარჩევნო უბანზე (გაიმართა მხოლოდ პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნები); ზუგდიდის #66 მაჟორიტარული ოლქის 38-ე, 79-ე და 108-ე საარჩევნო უბნებზე (გაიმართა როგორც პარლამენტის მაჟორიტარული, ისე გამგებლის არჩევნები) მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს, ამიტომ მეორე ტურები აღნიშნულ საარჩევნო ოლქებშიც ჩატარდება. მეორე ტურსითვის სულ 2 226 600 ბიულეტენი დაიბეჭდა. მათ შორის სომხურ-ქართული, აზერბაიჯანულ-ქართული და სომხურ-ქართულ-აზერბაიჯანული. თვითმმართველი ქალაქის მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურისთვის დაიბეჭდა 14 000 ბიულეტენი, თვითმმართველი თემების გამგებლების რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურისთვის - 133 050, მათ შორის სომხურ-ქართული და აზერბაიჯანულ-ქართული; ხოლო ლაგოდეხისა და სენაკის საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის- 4200 ბიულეტენი.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)