15:23 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-29 13:40:43, 727 ნახვა

პოლიტიკა
რურუა: მთაწმინდაზე სიებში დამატებულია 8 ათასამდე ადამიანი, რომელიც არც ერთ მისამართზე არ ცხოვრობს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა რურუას განცხადებით, ხელისუფლებამ საარჩევნო სიები გააყალბა, - ამის შესახებ მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც რურუამ აღნიშნა, საარჩევნო სიაში გარდაცვლილი ადამიანები და ასევე ის პირები არიან დამატებულები, რომელბიც დიდი ხანია საქართველოში არ ცხოვრობენ. 

„პირველი ტურის ჩატარების შემდეგ ძალიან სერიოზული მუშაობა ჩავატარეთ იმისთვის, რომ შეგვესწავლა ყველა ის მეთოდი, რომლითაც ხელისუფლებამ გააყალბა და საკუთარ კანდიდატს მიუმატა ხმები. შევისწავლეთ ყველა ეს მეთოდი და მაქსიმალურად შევეცდებით მეორე ტურში მათი გამოყენების უფლება არ მივცეთ. 

ბოლო პერიოდში მთაწმინდაზე დამატებულია 8 ათასამდე ადამიანი, რომელიც არ ცხოვრობს არც ერთ მისამართზე. 

მათ შორის არიან, ადამიანები ვინც საზღვარგარეთ არიან წასული 10, 15, 30 წელი, ესენი არიან მხოლოდ ის ხალხი, ვინც 2016 წელს დაამატეს სიაში. ასევე სიაში არიან ის ადამიანები, რომლებიც უკვე 2 წელია გარდაცვლილები არიან. 

ცესკომ, პირველი ტურის შემდეგ, ჩემს ოპონენტს, ხელისუფლების ფავორიტს დაუწერა დაახლოებით 10 ათასი ხმა. ეს სია, რომელიც ბოლო ხანებში დაემატა საარჩევნო სიას, რომლებიც არიან უცხოეთში მყოფები, გარდაცვლილები, არარსებული პირები, აღემატება 8 ათასს, ამიტომ ბევრი მათგანის იდენტობა შეიძება იყო გამოყენებული ზურაბიშვილის სასარგებლოდ. ეს ცხადია არის გაყალბება და მეორე ტურში ამას ჩვენ არ დავუშვებთ. 

ვინც არ არის ნამდვილი ამომრჩეველი და მონაწილეობას იღებს ამ საარჩევნო თაღლითობაში, ჩადის დანაშაულს. ამიტომ მათ ყველას მოვუწოდებ, არ გახდნენ ბრმა იარაღი,კორუმპირებული ჩინოვნიკების ხელში, იმისთვის, რომ მოპარონ ჩვენ ადამიანებს ხმები“, - განაცხადა რურუამ. 

მისივე თქმით, ის აპირებს, რომ მასალები პროკურატურასა და სასამართლოში წარადგინოს. 

„ყველა, ვინც ამ თაღლითობაში იღებს მონაწილეობას, იქნება აუცილებლად გამოკვლეული, გამოძიებული და შემდეგ ამ დანაშაულისთვის დასჯილი“, - აღნიშნა ნიკა რურუამ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics