|
2016-10-27 14:29:22, 608 ნახვა
საზოგადოება
2016 წლის საშემოდგომო გამწვანების მასშტაბური სამუშაოები დაიწყო
დედაქალაქში საშემოდგომო გამწვანების მასშტაბური სამუშაოები დაიწყო. თბილისის მერიის ინფორმაციით, სანაპიროების ჭადრებით განაშენიანების პროექტის ფარგლებში მარცხენა სანაპიროზე, 3-3,5 მეტრი სიმაღლის 20 ძირი აღმოსავლური ჭადარი დაირგო. მათივე ინფორმაციით, მიმდინარე სეზონზე, მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე სულ 200 ძირი ჭადარი დაირგვება. თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილმა ხე-მცენარეები ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქოსამსახურის უფროსთან, ნინო სულხანიშვილთან და ჩუღურეთის რაიონის გამგებელთან, ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად დარგო. „საშემოდგომო რგვების სეზონი აქტიურ ფაზაში შედის. დღეს ამ კონკრეტულ ლოკაციაზე დავრგეთ დიდი ზომის აღმოსავლური ჭადრები. ამასთან, მტკვრის ორივე სანაპიროზე გამხმარი ჭადრები, ერთი კვირის განმავლობაში, 200 ცალი 3 მეტრიანი ახალი ნერგებით ჩანაცვლდება. სეზონის განმავლობაში კი ქალაქის შემოსასვლელები და შიდა ტერიტორიები 80 000 ფოთლოვანი და წიწვოვანი ნერგით გამწვანდება, რაც ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია“ -განაცხადა გიგა ნიკოლეიშვილმა. ცნობისთვის, ქალაქის შემოგარენი და ცენტრალური უბნები, შემოდგომაზე, 80 000 ნერგით განაშენიანდება. 50 000 ხე-მცენარე მახათას მთაზე და თბილისის ზღვის გარშემო, ხოლო 30 000-მდე ნერგი სკვერებში, გამზირებზე და საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ დაირგვება. დასარგავი ხე-მცენარეების სიმაღლე 1,5-3,5 მეტრი სიმაღლის ფარგლებში მერყეობს. მათ შორის, 5000 ნერგის სიმაღლე 2,5-3,5 მეტრია. საშემოდგომო გამწვანების პროცესი დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. სპეციალისტების რეკომენდაციით საშემოდგომო გამწვანებისთვის შერჩეულ სახეობებს შორისაა თეთრი აკაციის, მინდვრის ნეკერჩხლის, იფანის, აღმოსავლური ჭადრის, ზეთისხილის, ჰიმალაის კედარის, კიპარისის, ნუშისა და ვერხვის ნერგები. დარგული ხე-მცენარეების მოვლა-პატრონობას კონტრაქტორი კომპანიები 4 წლის ვადით უზრუნველყოფენ. (NS)
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
ექიმების განცხადება: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო პოლიტიკა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)