2016-10-27 11:02:01, 907 ნახვა
პოლიტიკა
სუბარი: დარწმუნებული ვარ, 50 ოლქიდან 49-ში „ქართული ოცნება“ მოიგებს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით სრული მზადყოფნაა როგორც საარჩევნო ადმინისტრაციების, ისე ხელისუფელბის მხრიდან.
სუბარი დარწმუნებულია. რომ 50 ოლქიდან 49-ში „ქართული ოცნება“ მოიგებს:
„50 ოლქში ტარდება მეორე ტური როგორც მოგეხსენებათ, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩაივლის მშვიდობიანად, ვერავინ გაბედავს რაიმე მცირე ინციდენტებსაც კი, რასაც ადგილი ჰქონდა პირველ ტურში, შედეგი თუ გაინტერესებთ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ 50 ოლქიდან 49-ში ქართული ოცნება მოიგებს, ერთ ოლქს ვერ მოვიგებთ იმიტომ, რომ იქ ჩვენი წარმომადგენელი არ არის, მთაწმინდას ვგულისხმობ“,-განაცხადა სოზარ სუბარმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან