00:36 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-26 10:19:45, 752 ნახვა

პოლიტიკა
ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა

ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში  ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა (NGC) პარტნიორობისა და თანამშრომლობითი უსაფრთხოების კომიტეტის დონეზე (PCSC) სტრატეგიული კომუნიკაციის თემაზე.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, სხდომას ალიანსის ინტეგრაციის, პარტნიორობისა და თანამშრომლობის დირექტორატის ხელმძღვანელი იაროსლავ სკონიეჩკა თავმჯდომარეობდა.

მათივე ინფორმაციით,  ქართულ მხარეს კომისიაზე წარმოადგენდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე მარიამ რაქვიაშვილი და თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის ნატო-ს სამმართველოს უფროსის მოადგილე თინათინ მზარელუა.

ქართულმა მხარემ მოკავშირეებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ქვეყანაში არსებული გამოწვევების, ქართული მხარის მიერ ეფექტიანი სტრატეგიული კომუნიკაციის უზრუნველყოფის მიზნით გადადგმული ნაბიჯებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. მოკავშირეებმა, რეგიონში არსებული საფრთხეების ფონზე, ხაზი გაუსვეს სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობას დადადებითად შეაფასესქართული მხარის მიერ გაწეული ძალისხმევა.ამასთან, ალიანსის წევრმა ქვეყნებმა გამოხატესთანამშორმლობის შემდგომი გაღრმავებისა და სამომავლო გეგმების განხორციელებაში მონაწილეობის მზაობა.

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე, მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics