|
2016-10-25 09:24:54, 1951 ნახვა
მსოფლიო
კურტ ვოლკერი: აშშ საქართველოს ან უკრაინის ხარჯზე, რუსეთთან ახალ პარტნიორობას არ დაიწყებს
„ეროვნული უსაფრთხოების ბევრმა რესპუბლიკელმა ექსპერტმა ტრამპი ღია წერილებში გააკრიტიკა, მათ შორის, მისი რუსეთისადმი პოლიტიკის გამო, ამიტომ არ მიმაჩნია, რომ პრეზიდენტ ობამას კრიტიკა ზუსტი იყო“, - ამის შესახებ შტატების ყოფილმა ელჩმა ნატოში, კურტ ვოლკერმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციას განუცხადა. “იმ ადამიანების უმრავლესობა, ვინც რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკის წინააღმდეგი იყო, ასევე ეწინააღმდეგება დონალდ ტრამპს. ეროვნული უსაფრთხოების ბევრმა რესპუბლიკელმა ექსპერტმა ტრამპი ღია წერილებში გააკრიტიკა, მათ შორის, მისი რუსეთისადმი პოლიტიკის გამო. ამიტომაც არ მიმაჩნია, რომ პრეზიდენტ ობამას კრიტიკა ზუსტი იყო. შეიძლება ის ეხებოდეს რამდენიმე რესპუბლიკელს, მაგრამ რესპუბლიკელების უმრავლესობამ გააკრიტიკა როგორც გადატვირთვის პოლიტიკა, ასევე დონალდ ტრამპის პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით“, - აღნიშნა ვოლკერმა. რაც შეეხება არჩევნების გავლენას რუსეთის სამეზობლოზე, ვოლკერი მიიჩნევს, რომ ამერიკა, "საქართველოს ან უკრაინის ხარჯზე, რუსეთთან ახალ პარტნიორობას არ დაიწყებს." მისი თქმით, შეერთებული შტატების სიძლიერე მის ინსტიტუტებში და ღირებულებებშია, შესაბამისად, ამერიკის საგარეო პოლიტიკის მკვეთრცვლილებას პრეზიდენტის შეცვლით არ უნდა ველოდეთ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)