|
2016-10-21 12:35:04, 2476 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირი ალეპოში შექმნილი ვითარებისთვის რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს არ დააწესებს
ევროკავშირმა ალეპოში მიმდინარე სიტუაცია დაგმო, თუმცა რუსეთისა და დამასკოს წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას არ აპირებს, - ამის შესახებ "რია-ნოვოსტი" იუწყება. როგორც მედია საშუალება წერს, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ახალი სანქციების დაწესების შესაძლებლობებს განიხილავენ, თუმცა მიღებისთვის, სამიტზე კონსენსუსი უნდა შედგეს. ევროკავშირის ოფიციალური დოკუმენტის თანახმად სანქციების დაწესების შესაძლებლობა სამიტზე არ განიხილეს. ამასთან, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა რუსეთისა და დამასკოს მოქმედებები სირიის ქალაქ ალეპოში დაგმეს და აღნიშნეს, რომ ძალადობას ბოლო უნდა მოეღოს. ასევე საუბარი იყო ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფაზე და საჭირო ნიტების უსაფრთხო გადატანაზე. მედიის ცნობით, ალეპოში მიმდინარე მოვლენებსა და ჰუმანიტარულ დახმარებაზე გაერო-მ უნდა იზრუნოს და ნებისმიერ ქვეყანა, რომ ორგანიზაციას ამაში ხელს შეუშლის პასუხისგებაში მიეცემა. ცნობისთვის, გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის შეფასებით, სირიის ქალაქ ალეპოს დაბომბვა, რომელსაც რუსული და სირიული ავიაცია ახორციელებს, „არაადამიანურია“ შეგახსენებთ, რომ სირიის ქალაქ ალეპოში რუსეთის მიერ გამოცხადებული ჰუმანიტარული პაუზა ამოქმედდა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)