|
2016-10-20 14:18:49, 702 ნახვა
საზოგადოება
,,მსოფლიო სურსათის დღე“ საქართველოშიც აღინიშნა
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საქართველოს წარმომადგენლობის ორგანიზებით, ,,მსოფლიო სურსათის დღისადმი“ მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში, მამუკა მესხმა გახსნეს. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, კლიმატის ცვლილება და გლობალური დათბობა 21-ე საუკუნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად იქცა. მისივე თქმით, მსოფლიოს ყველა განვითარებული სახელმწიფოს ძალისხმევა მიმართულია კლიმატის ცვლილებებზე ადაპტირებული პოლიტიკის შემუშავებასა და ეფექტიანი პროგრამების განხორციელებაზე. FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში, მამუკა მესხმა სოფლის მეურნეობის იმ ძირითად დარგებზე და მიმართულებებზე ისაუბრა, რომელთა გაძლიერებაც, კლიმატის ცვლილების პირობებში, დარგის მდგრადი განვითარებისთვის არის აუცილებელი. ,,სოფლის მეურნეობის სექტორს დიდი პოტენციალი გააჩნია კლიმატის ცვლილების მზარდი ტემპის შესამცირებლად. ამისათვის საჭიროა წარმოების ადაპტაცია და კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა’’, - აღნიშნა მამუკა მესხმა. ღონისძიების ძირითადი თემა კლიმატის გლობალურ ცვლილებასთან სოფლის მეურნეობის ადაპტირების მნიშვნელობა იყო. აღსანიშნავია, რომ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2016 წელი პარკოსანი კულტურების საერთაშორისო წლად ოფიციალურად გამოაცხადა. შესაბამისად, დღევანდელ ღონისძიებაზე FAO -ს მიერ რეკომენდირებული პარკოსანი კულტურების წარმოების ხელშეწყობის მნიშვნელობის საკითხებიც განიხილეს. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეეს ევროპული სკოლის მოსწავლეებმაც, რომლებმაც კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის მიმართულებით ახალი თაობის ხედვა წარმოადგინეს. ღონისძიების ფარგლებში, შეფ-მზარეულმა, მანუელ ბარანდამ თანამედროვე კულინარიაში ტრადიციული ქართული პარკოსანი კულტურების გამოყენებაზე ისაუბრა და სტუმრებს სპეციალურად ამ დღისთვის, პარკოსნებით მომზადებული ტრადიციული ქართული და ევროპული კერძები წარუდგინა. „არსებობს რამდენიმე მიზეზი, რატომაც რეკომენდირებულია პარკოსანი მცენარეების წარმოება და მოხმარება. პარკოსნები მარტივად იწარმოება, მაღალი კვებითი ღირებულებით ხასიათდება და რაც მთავარია, სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის’’, - აღნიშნა მანუელ ბარანდამ. “მსოფლიო სურსათის დღისადმი” მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან. (NS)
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)