|
2016-10-20 11:39:47, 2172 ნახვა
მსოფლიო
ალეპოში რუსეთის მიერ გამოცხადებული ჰუმანიტარული პაუზა ამოქმედდა
სირიის ქალაქ ალეპოში რუსეთის მიერ გამოცხადებული ჰუმანიტარული პაუზა ამოქმედდა, - ამის შესახებ ინფორომაციას BBC ავრცელებს. მედიის ცნობით, ადგილობრივი დროით დილის 08:00 სააათიდან საღამოს 19:00 საათამდე ყველა სამხედრო მოქმედება შეწყდება. ადგილობრივი მოსახლეობა ქალაქის დატოვებას რვა ჰუმანიტარული დერეფნით შეძლებს. მედიის ინფორმაციით, რუსულმა მხარემ აღმოსავლეთ ალეპოს დატოვება ამბოხებულებსაც შესთავაზა, თუმცა მათ ქალაქის დატოვებაზე უარი თქვეს. თავდაპირველად რუსეთის თვადაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ "ჰუმანიტარული პაუზია" რვა საათით იმოქმედებოდა, თუმცა გაერო-მ აღნიშნული გადაწყვეტილება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ალეპოდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის სულ მცირე 12-საათიანი ზავია საჭირო. ამგვარად, 19 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის უწყებამ განაცხადა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართვის საფუძველზე, "ჰუმანიტარული პაუზა" სამი საათით გახანგრძლივდება. ცნობისთვის, სირიის სამთავრობო ძალებმა და რუსულმა ავიაციამ ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილში, საცხოვრებელ რაიონებზე დარტყმები 11 ოქტომბერს განაახლეს. უფლებადამცველების მონაცემებით, ავიაიერიშებს მშვიდობიან მოსახლეობას შორის მრავალრიცხოვანი მსხვერპლი მოჰყვა. თუმცა მოსკოვი სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმების განხორციელებას უარყოფს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)