23:44 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-18 15:17:05, 688 ნახვა

პოლიტიკა
„შატილში მწყობრიდან გამოსული მცირე ჰესის რეაბილიტაცია დაჩქარებულ რეჟიმში მიმდინარეობს“

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შატილში მწყობრიდან გამოსული მცირე ჰესის რეაბილიტაცია დაჩქარებულ რეჟიმში მიმდინარეობს.

მათივე ინფორმაციით, მცირე ჰესის  მწყობრიდან გამოსვლის გამო, შატილში შექმნილი მდგომარეობის აღმოსაფხვრელად და ადგილობრივი მოსახლეობისათვის პირობების შესამსუბუქებლად, ყველა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურა  და ადგილობრივი ხელისუფლება კოორდინირებულად  და ოპერატიულად მუშაობს.

„შატილში მწყობრიდან გამოსული მცირე ჰესის რეაბილიტაცია დაზიანების დღიდან  დაჩქარებულ რეჟიმში მიმდინარეობს და  ერთი თვის განმავლობაში დასრულდება, რისთვისაც ენერგეტიკის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. მცირე ჰესის რეაბილიტაციის შემდეგ კი,  შატილს სრული - 24-საათიანი ელექტრომომარაგება აღუდგება.

ჰესის აგრეგატების დაზიანების მიუხედავად, შატილის მოსახლეობა დენის გარეშე არ არის დარჩენილი, რადგან, ენერგეტიკის სამინისტროსა და  „თელასის" დახმარებით, შატილში ჩატანილია დენის მძლავრი გენერატორი (65 კვტ )  და 7 ტონა საწვავი, რის  შედეგადაც, სოფლის მოსახლეობას ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდება (დილის 9:00 სთ-დან- 11:00სთ-მდე; საღამოს 19:00სთ-დან - 23:00სთ-მდე, სულ- 6 საათი ).

გარდა ამისა, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ, შატილის სკოლა-ინტერნატი მარაგდება შეშით, ხოლო იქ მცხოვრებ ოჯახებს (სულ 13 ოჯახი) 25 კუბური მეტრი საშეშე მერქანი დაურიგდებათ.

ასევე, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე, კერძოდ უღელტეხილზე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და  უამინდობის  შემთხვევაში, განხორციელდება გზის გაწმენდითი სამუშაოები.  ამ დროისთვის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე, კერძოდ უღელტეხილზე, თოვლის საფარი 10 სანტიმეტრს არ აღემატება“,-აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics