09:38 - 22 Sep, 2026
|
2016-10-18 12:49:11, 2386 ნახვა
მსოფლიო
ინდოეთის საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 22 ადამიანი ემსხვერპლა
ინდოეთის ორისას შტატში კერძო საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 22 ადამიანი ემსხვერპლა, 20-ზე მეტი კი დაშავდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. წინასწარი მონაცემებით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი შენობის პირველ სართულზე, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოკლე ჩართვა გახდა. როგორც მედია საშუალება წერს, ხანძრის გაჩენისას საავადმყოფოში 500-მდე პაციენტი იმყოფებოდა. მათმა ნაწილმა შენობა ფანჯრებიდან დატოვა. BBC-ის ცნობით, ცეცხლის ჩაქრობაში 120-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. უსაფრთხოების წესების დაუცველობის გამო ინდეთში სხვადასხვა დაწესებულებებში მსგავსი ინციდენტები ხშირად ხდება. ცნობისთვის, 2011 წელს კოლკატას საავადმყოფოში ხანძარს 89 ადამიანი ემსხვერპლა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)