|
2016-10-17 16:55:28, 957 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ინკლუზიური ტურიზმის მეოთხე საერთაშორის კონფერენციას დაესწრო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან გორგილაძე ინკლუზიური ტურიზმის მეოთხე საერთაშორის კონფერენციის გახსნას დაესწრო. კონფერენციას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, გიორგი თავამაიშვილი, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძრვანელი გიორგი ჩოგოვაძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლეს და ასოციაცაი „ერთმანეთისთვის“ ხელმძღვანელი სოფიო ბაკურიძე ესწრებოდნენ. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით ასოციაცია „ერთმანეთისთვის“ ხელმძღვანელმა სოფიო ბაკურიძემ მიმართა. "დღეს ტურიზმი საქართველოსთვის და მისი რეგიონებისთვის, განსაკუთრებით კი აჭარისათვის, ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტულ სფეროდ არის აღიარებული. შესაბამისად, მნიშვნელოვანია რეგიონის ტურისტული პოტენციალის ათვისება ყველა მიმართულებით. ამ კუთხით, ვხედავთ, რომ აჭარაში ბევრი პროექტი ხორციელდება - ხელი ეწყობა ეკოტურიზმის, გასტრონომიული და სათაგადასავლო ტურიზმის, ასევე MICE ტურიზმის განვითარებას. შექმნილმა სასტუმრო ინფრასტრუქტურამ და გარემომ განაპირობა ჩვენს ქალაქში საერთაშორისო დონის ფორუმების, კონგრესების, კონფერენციების და გამოფენების ჩატარება. ბუნებრივია, მსგავსი პროექტების განხორციელება აჭარას მიმზიდველს გახდის ტურისტებისათვის ოთხივე სეზონზე. თუმცა, რეგიონი არამარტო მიმზიდველი უნდა იყოს ტურისტებისათვის, არამედ არსებული ტურისტული სერვისებით სარგებლობა უნდა შეძლოს ყველამ, ვისაც აჭარაში ჩამოსვლა სურს, მიუხედავად მათი განსაკუთრებული საჭიროებებისა თუ შეზღუდვებისა. ამ მიმართულებით საერთაშორისო ექსპერტების გამოცდილება, ევროპული სტანდარტების დანერგვა, საჯარო და კერძო სექტორებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა არის აუცილებელი პირობა უკეთესი გარემოს შესაქმნელად. აქედან გამომდინარე, მივესალმები და მნიშვნელოვნად მიმაჩნია ინკლუზიური ტურიზმის განვითარება ჩვენს რეგიონში. ტურიზმის ამ სფეროს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება როგორც ადამიანზე ზრუნვის მიმართულებით, ისე ეკონომიკური ეფექტის გათვალისწინებით", - აღნიშნა სოფიო ბაკურიძემ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. ამასთან, კონფერენციის ფარგლებში მოეწყო ინკლუზიური ტურიზმის საერტაშორისო პრაქტიკისა და საქართველოში განხორციელებული წარმატებული პროექტების, ასევე სახელმძღვანელოს „ადაპტირებული გარემოს უნივერსალური დიზაინის საერთაშორისო სტანდარტები და ინკლუზიური ტურიზმის“ პრეზენტაცია. კონფერენცია ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს, ქალაქ ბათუმის მერიის, ინკლუზიური ტურიზმის ცენტრის „პარსა“ და ინკლუზიური ტურიზმის ევროპული ქსელის „ენატი“ ორგანიზებით ჩატარდა.
(NS)
მიტროპოლიტ იობის გინების გამო, შსს-მ ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
საბა ლაზიშვილმა ამერიკულ ორგანიზაცია RAF-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



