|
2016-10-17 15:46:57, 2448 ნახვა
მსოფლიო
გერმანიაში ქიმიური კომპანიის საწარმოში აფეთქება მოხდა - არიან დაშავებულები (ვიდეო)
გერმანიის ქალაქ ლუდვიგსჰაფენში ქიმიური კომპანია BASF-ის საწარმოში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Die Welt-ი ავრცელებს. როგორც მედია საშუალება წერს, აფეტქების მიზეზი ჯერ უცნობია. ამასთანავე, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე მიმდინარეობს. აფეთქება Landeshafen Nord-ის პორტში მდებარე საწარმოში დილით 11:30 საათზე მოხდა. კომპანია BASF-ი პროდუქციის დაახლოებით 40%-ის ტრანსპორტირებას აღნიშნული პორტის გავლით ახორციელებს. მედიის ინფორმაციით, ქარხნის მუშაობა შეჩერებულია. ცნობისთვის, 2014 წლის ოქტომბერში ლუდვიგსჰაფენში BASF-ისა და “გაზპრომის” მილსადენზე მოხდა აფეთქება, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი და დაშავდა 30-მდე ადამიანი. ამასთან, საწარმოზე სულ 9 აფეთქება მოხდა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)