|
2016-10-17 15:32:09, 2314 ნახვა
მსოფლიო
ბრიტანეთში რუსული სახელმწიფო ტელეკომპანიის Russia Today-ს ანგარიშები დაბლოკეს
დიდ ბრიტანეთში რუსული სახელმწიფო ტელეკომპანიის Russia Today-ს ანგარიშები დაბლოკეს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ტელეკომპანიის მთავარ რედაქტორზე მარგარიტა სიმონიანზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც სიმონიანი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს, კომპანიის აბსოლუტურად ყველა ანგარიში დახურულია. “ჩვენ დაგვიხურეს ანგარიშები ბრიტანეთში. ყველა ანგარიში. “გადაწყვეტილება გადახედვას არ ექვემდებარება”. გაუმარჯოს სიტვის თავისუფლებას!” - წერს მარგარიტა სიმონანი. ამასთან, სიმონიანია ვარაუდობს, რომ ანგარიშების დაყადაღების მიზეზი შესაძლოა, სანქციებს უკავშირდებოდეს. შეგახსენებთ, რომ გასული წლის ზაფხულში სიმონიანმა განაცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, რომლის თანახმადაც საფრანგეთსა და ბელგიაში Russia Today-ს კუთვნილი საინფორმაციო სააგენტოს ანგარიშები დააყადაღეს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|



ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)