|
2016-10-15 15:47:12, 2601 ნახვა
მსოფლიო
ბაღდადში ტერაქტს სულ მცირე 30 ადამიანი ემსხვერპლა, 60-ზე მეტი კი დაშავდა
ერაყის დედაქალ ბაღდადში ტერაქტის შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ იფნორმაციას BBC ავრცელებს. როგორც მედია საშუალება იუწყება, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი შიიუტურ სამგლოვიერო ცერემონიაზე აიფეთქა, რის შედეგადაც 60-ზე მეტი ადამიანი მძიმედ დაშავდა. BBC-ის ცნობით, ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა მედიის ინფორმაციით მსგავსი თავდასხმები შიიტ მუსლიმებზე "ისლამური სახელმწიფოს" მიერ ხორციელდება. ცნობისთვის, მიმდინარე წლის განმავლობაში ISIS-მ ერაყის მოსახლეობაზე რამდენიმე ტერორისტული აქტი განახორციელა, რასაც ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დასავლური მედიის ინფომრაციით, აღნიშნული ტერაქტების სიხშირე განპირობებულია, იმით, რომ დაჯგუფება ერაყის ბევრ ტერიტორიაზე კონტროლს კარგავს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)