|
2016-10-13 17:03:53, 2080 ნახვა
მსოფლიო
ტაილანდის მეფე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა
ტაილანდის მეფე ბჰუმიბოლ ადულიადეი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მედია საშუალების ინფორმაციით, ბოლო წლებში მონარქი საჯაროდ იშვიათად ჩნდებოდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. 2014 წელს მას ნაღვლის ბუშტი ამოაჭრეს, მიმდინარე წლის ზაფხულში კი გულზე ოპერაცია ჩაუტარდა. ბჰუმიბოლ ადულიადეი, ასევე ცნობილი როგორც რამა IX, სამეფო ტახტს 1946 წლის 9 ივნისიდან იკავებდა. როგორც BBC წერს, ადულიადეი ტაილანდის ისტორიაში, ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში მეფობდა. მისი მმართველობა 70 წლის განმავლობაში გაგრძელდა. იმის მიუხედავად, რომ მეფე ტაილანდში პრაქტიკულად არ ფლობს ძალაუფლებას, ის ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე საპატიო ფიგურად მიიჩნევა. მონარქისა ან მისი გარემოცვის შეურაცხყოფისათვის ტაილანდის კანონმდებლობით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული. მაგალითად, გასული წლის ზაფხულში ტაილანდის ერთ-ერთ მცხოვრებს მეფის Facebook-ში შეურაცხყოფისთვის 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ტაილანდის ახალი მონარქი, პრინც მაჰა ვაჯირალონგკორნი იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)