09:36 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-13 11:34:01, 690 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერია 5 არასამთავრობო ორგანიზაციის პროექტს დააფინანსებს

თბილისის მერია „საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების“ პროგრამის ფარგლებში 5 არასამთავრობო ორგანიზაციის პროექტს დააფინანსებს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მერიის კომისიამ „საქართველოს მწვანე ავტოკლუბის“, „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“, „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“, „ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ და ორგანიზაციის „იარე ფეხით“ მიერ წარმოდგენილი იდეები მოიწონა.

მათივე ცნობით, ქალაქის მთავრობამ პროექტებს  მხარი დაუჭირა,  რომლებიც კვლევების, ტრენინგების, ვიდეორგოლებისა და სხვა მეთოდების გამოყენებით საგზაო უსაფრთხოების, მძღოლების, ქვეითებისა და ველოსიპედისტების მიერ, მოძრაობის წესების დაცვის საკითხებში საზოგადოების ინფორმირებას და ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა მერიის მიერ მოწონებული პროექტები წლის ბოლომდე უნდა განახორციელონ.

 მერიამ „საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების“ პროგრამის დაწყების შესახებ აგვისტოს ბოლოს გამოაცხადა. მისი საერთო ბიუჯეტი 50 ათასი ლარია.

თბილისის მთავრობა პროგრამის განხორციელებას მომავალ წელსაც გააგრძელებს.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ამსტერდამში ისრაელის პოლიტიკის წინააღმდეგ 200 ათასამდე ადამიანი გამოვიდა
უკრაინამ სანქტ-პეტერბურგთან ახლოს რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics