02:04 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-12 14:37:00, 556 ნახვა

პოლიტიკა
კამათი „ქართული ოცნები“ შტაბში , პარტიის უკმაყოფილო ხელმძღვანელები და „შავი სია“ - ვის დაითხოვენ მცხეთაში სამსახურიდან

არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე ცნობილი გახდა რომ ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილმა ბანკმა „ქართუმ“ ქართულ ოცნებას მილიონი ლარი ასესხა.

გავრცელებული ინფორმაციით, “ქართუს“ მიერ ქართული ოცნებისათვის ნასესხები მილიონიდან 700 ათას ლარი დიმიტრი ხუნდაძემ დახარჯა იმ იმედით, რომ მაჟორიტარული ხაზით, არჩევნებში დაპირებულ 60 პროცენტს მიიღებდა. 

“საგულისხმოა ის ფაქტი, რომ  არც ერთ ოლქში, არც ერთ კანდიდატს ისეთი მასშტაბის რესურსი (ფინანსური, ადმინისტრაციული...) არ გამოუყენებია, რამდენიც დიმიტრი  ხუნდაძემ  მცხეთაში.

ქართული  ოცნების  შტაბში  უკმაყოფილება  სწორედ  ამ ფაქტს მოჰყოლია - ამდენი ფინანსური  და ადმიანისტრაციული ხარჯების  გახარჯვის  შემდეგ,  ამდენი სიცრუისა და დემაგოგიის  შემდეგ, ხუნდაძემ  არჩევნები  ვერ მოიგო.    ქართული ოცნების  შტაბთან დაახლოებული პირები  ყვებიან, რომ  ის  მეთოდები, რომელსაც  ხუნდაძე  არჩევნებისთვის  იყენებდა  „ოცნების“  ყველა ლიდერისათვის  და   წევრებისთვის მიუღებელია.  ქართული ოცნების ხელმძღვანელთა ერთი ნაწილი თვლის რომ თუ ცეზარ ჩოჩელი პარლამენტში შევიდა, ეს, პირველ რიგში, მცხეთას წაადგება და „ხელისუფლებისთვის ტრაგედია არ იქნება, ხუნდაძე რომ მეორე ტურში დამარცხდეს“ მითუმეტეს  პროპორციული სიით  უკვე  პარლამენტის  წევრია!

ჩვენთვის  ასევე  ცნობილი ხდება რომ  მცხეთაში სამსახურიდან ტოტალური გათავისუფლებები დაიწყო.  არსებობს  საკმაოდ ვრცელი სია იმ პირებისა და მათი ოჯახის  წევრების,  ვინც  ცეზარ ჩოჩელის  მხარდამჭერ შეხვედრებზე  დადიოდა  და   ვინც  დიმიტრი ხუნდაძის მისამართით უკმაყოფილო, ხმამაღალი ერთი სიტყვა მაინც თქვა”, - აცხადებენ ცეზარ ჩოჩელის მხარდამჭერები.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics