|
2016-10-11 14:41:13, 693 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კოდუა: ჩვენ რომ სამართლიანობის აღდგენა გვდომოდა, სხვა შედეგი გვექნებოდა
ბიზნესმენი გიორგი კოდუა მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბიზნესზე ძლიერი ზეწოლა აღარ ხორციელდება, თუმცა მმართველის გუნდის დაპირება წართმეული ქონების დაბრუნების შესახებ ნაწილობრივ შეუსრულებელი დარჩა. კოდუა განმარტავს, რომ ამის მიზეზი მისთვის გაუგებარია და აცხადებს, რომ პოლიტიკოსები ხალხს ატყუებენ და საკუთარ თამაშს თამაშობენ.
არ მიმაჩნია, რომ აქ სამართლიანობაზეა საუბარი. საუბარია უფრო იმაზე, თუ ვის აქვს ძალაუფლება, ვინ არის ხელისუფლებაში. ალბათ, აქედან გამომდინარე ხდება ინტერესთა გადანაწილება. ჩვენ რომ სამართლიანობის აღდგენა გვდომოდა, უფრო სხვა შედეგი გვექნებოდა.
შემდეგ ჩვენ იმედი გვქონდა, რომ ეს შეიცვლებოდა, რაც ნაწილობრივ შეიცვალა კიდეც. ბიზნესს მიეცა უფრო თავისუფალი სამუშაო გარემო, მაგრამ, მაინც მოხდა ქონებრივი დავების გადახედვა. ბოლომდე არ არის მიყვანილი საქმეები. არც წინა პერიოდში ვიყავი პოლიტიკური ფიგურა, არც ახლა ვარ და არ ვიცი, რას დავაბრალო. რატომ წაიყვანეს პროცესები ასე. მაგას ვერ შევაფასებ. ფაქტებს ვამბობ... ბიზნესი უფრო გათავისუფლდა, მაგრამ რაღაც მომენტებში პოლიტიკური მუხტი, როგორც ადრე იყო, ახლაც არის. თუ ხარ „ოცნებისტი“ რაღაც შეღავათები გაქვს, თუ იყავი „ნაციონალისტი“ შეღავათი გქონდა. ეს ხომ ასე არ უნდა ხდებოდეს. ბიზნესი და ქონება მთლიანად თავისუფალი უნდა იყოს. აი, ეს, ნაწილობრივ, შეიძლება წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ სისრულეში არ არის მოყვანილი. არ ვიცი, რას დავაბრალო. ვერ განახორციელეს, თუ არ განახორციელეს, ჰქონდათ თუ არა ამის სურვილი ეს უკვე არ ვიცი. არ მაქვს წვდომა პოლიტიკურ ფიგურებთან. მომავალი 4 წლის განმავლობაში საპარლამენტო უმრავლესობაში ისევ „ქართული ოცნება“ იქნება. გაქვთ თუ არა იმედი, ან მოლოდინი, რომ შეიძლება წართმეული ქონების საკითხები გაგრძელდეს და კონკრეტულ შედეგებამდე მივიდეს? იმდენად არაპროგნოზირებადია პოლიტიკური გარემო. ერთს ამბობენ, მეორე კეთდება. ვერ გავიგე, ამ კოჰაბიტაციაში „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთად არიან, ერთ პოლიტიკას ატარებენ? გამიჭირდება ერთის, ან მეორის მხარე დავიჭირო. შეიძლება, საერთოდ ორივე ერთადაა. ვერ გავიგე. არ ვიცი, რა მოხდება. არც ის ვიცი, რის იმედი შეიძლება მქონდეს, როდესაც პოლიტიკოსები ტყუიან. უკვე აღარც „ნაციონალური მოძრაობას“ ვენდობი, აღარც „ქართულ ოცნებას“ და არც „პატრიოტთა ალიანსს“. რატომღაც მგონია, რომ ხალხს ატყუებენ. ხალხი ერთს ამბობს, მაგრამ პოლიტიკოსები თავიანთ თამაშს თამაშობენ. ერთადერთი იმის იმედი შეიძლება გვქონდეს, რომ რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ისეთი ზეწოლა აღარ იყო ბიზნესზე. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. მაქვს იმედი, რომ ბიზნესი სრულიად გათავისუფლდება. არ ვიცი, ერთის იმედი გვქონდა და სხვა რაღაც კეთდება.
(NS)
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)