2016-10-10 20:14:02, 1226 ნახვა
პოლიტიკა
ყველა უბნის წინასწარი შედეგებით, "ქართულ ოცნებას" 48.67%, „ნაცმოძრაობას“-27.11%, „პატრიოტთა ალიანსს“ 5.01% აქვს
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ყველა უბნის მონაცემები დაითვალა.
შედეგების მიხედვით, ბარიერს პარლამენტში მოსახვედრად სამი პარტია ლახავს-„ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“ და „პატრიოტთა ალიანსი“
კერძოდ, წინასწარი შედეგების მიხედვით, პროპორციულ ნაწილში ხმები ასე გადანაწილდა:
ქართული ოცნება-48.67%, ნაციონალური მოძრაობა-27.11%, „პატრიოტთა ალიანსი“-5.01%, თავისუფალი დემოკრატები-4.62%, ლეიბორისტული პარტია-3.14%, ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობა-3.53%, დავით „უსფაშვილი-რესპუბლიკელები“-1.55%, პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის-3.45%
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მიმდინარეობს მონაცემების დაზუსტება და საჩივრების განხილვა. საბოლოო მონაცემები საარჩევნო კომისიას ექნება არჩევნების დღიდან არა უგვიანეს მე-19 დღისა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან