2016-10-09 19:45:05, 750 ნახვა
პოლიტიკა
მედიის პროფესიული კავშირი ჟურნალისტებზე თავდასხმას გმობს
საქართველოს მედიის პროფესიული კავშირი საგანგებო განცხადებას ავრცელებს და ქუთაისში ჟურნალისტებზე თავდასხმას გმობს.
"ქუთაისში, კერძოდ ავანგარდის დასახლებაში ერთ ერთ საარჩევნო უბანთან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანია „იბერიისა“ და „GDS“ გადამღებ ჯგუფებს. დაზიანებულია ორივე ტელეკომპანიის კუთვნილი კამერა.
როგორც დაზარალებულები გვატყობინებენ მათთვის უცნობია შემთხვევაში მონაწილე პირების ვინაობა და ინციდენტის მოტივი.
მედიის პროფესიული კავშირი გმობს მედიის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ აგრესიას და თხოვნით მიმართავს ძალოვან უწყებებს დროულად მოხდეს ფაქტზე რეაგირება. აქვე მოვუწოდებთ ყველა მხარეს პატივი სცენ მედიაში დასაქმებულებს და მათ თავისუფლად მუშაობის საშუალება არ შეუზღუდონ!"-ნათქვამია მედიის პროფესიული კავშირის განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან