22:46 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-09 14:58:10, 744 ნახვა

პოლიტიკა
IRI: პოლიტიკურ პარტიებს შორის უნდობლობა, საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზას საფრთხეს უქმნის

საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის უნდობლობა. საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზას, - ამის შესახებ ორგანიზაცია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI წამრომადგენლებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსა და კანდიდატებთან შეხვედრების დროს წინასაარჩევნო პერიოდში დამკვირვებლებმა მოისმინეს არა ერთი ბრალდება თითოეული მხარისგან ერთმანეთისგან მისამართით, რამაც მათივე განმარტებით, შიში და უნდობლობა შექმნა პოლიტიკური პარტიების წევრებსა და ამომრჩევლებს შორის წინასაარჩევნო პერიოდში.

"ქვემოთ მოყვანილი ქმედებები წამყვანი პოლიტიკური პარტიების მხრიდან გამოყენებულ იქნა ერთმანეთის საარჩევნო კამპანიის შეფერხებისთვის, ეს ქმედებებია: კამპანიისთვის ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, საარჩევნო უბნების კონკრეტული პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ დაკომპლექტება, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების პარტიული მიზნებისთვის გამოყენება, ბრალდებები არჩევნების დღის ჩაშლის გეგმასთან დაკავშირებით ამომრჩეველს უნდობლად განაწყობს, საარჩევნო სისტემისა და არჩევნების გამჭირვალობის მიმართ. პარტიების მხრიდან ასეთი პრაქტიკის გაგრძელება საფრთხის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის დამოკიდებულებას დემოკრატიასთან მიმართებაში", - აცხადებენ ორგანიზაციაში.
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics