2016-10-09 12:43:15, 723 ნახვა
პოლიტიკა
მარნეულის 36-ე ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი თამაზ ნავერიანი ლიდერობს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, მარნეულის 36-ე მაჟორიტარულ ოლქში, 46 უბნიდან, 26 უბნის მონაცემებით ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა.
"ქართული ოცნება- დამოუკიდებელი საქართველოს" მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატი თამაზე ნავერიანი ხმათა 49,85%-ით ლიდერობს. მეორე ადგილზე კი "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი მაჟორიტართა შორის, აკმამედ იმამკულიევია ხმების 41,75%-ით.
სხვა პარტიათა მონაცემები კი შემდეგნაირია: „პაატა ბურჭულაძე -სახელმწიფო ხალხისთვის“- ისრაფილ ბაირამოვი -4.64%. „ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობა“- ვეფხია გურგენიშვილი 1.97 %. "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი“-საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი-ალი ისაევი- 1,02%.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან