2016-10-09 07:53:15, 797 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, 2213 უბანზე, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 50.16% მიიღო
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2213 საარჩევნო უბნის მიხედვით პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. ის პროპორციული სისტემით დათვლილი შედეგების 59.78%-ია.
წინასწარი შედეგები ასეთია:
„ქართული ოცნება“-50.16%
„ნაციონალური მოძრაობა“-26.65%-
ირაკლი ალასანია თავისუფალი დემოკრატები-4.05%
„პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფოხალხისთვის“-3.63%
„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“ - 3.3%;
„უსუფაშვილი - რესპუბლიკელები“ - 1.46%;
„დავით თარხან-მოურავი - ირმა ინაშვილი-საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ -გაერთიანებული ოპოზიცია-4.86%
„შალვა ნათელაშვილი საქართველოს ლეიბორისტული პარტია-3.02%
სხვა პარტიებს კიდევ უფრო დაბალი მაჩვენებლები აქვთ.
სულ 3702 საარჩევნო უბანი გაიხსნა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან