|
2016-10-09 02:53:46, 709 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, 814 უბანზე „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 52.67% მიიღო
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, 814 უბანზე, პროპორციულ ნაწილში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 52.67% მიიღო ენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 814 საარჩევნო უბნის მიხედვით პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. ის პროპორციული სისტემით დათვლილი შედეგების 22%-ია. თამარ ჟვანიას ინფორმაციით, წინასწარი შედეგები ასეთია: „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ - 4.8%; „პროგრესულ დემოკრატიული მოძრაობა“ - 0,7%; „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“ - 3.23%; „ჯონდი ბაღათურია - ქართული დასი“ - 0.1%; "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 24.85%; „უსუფაშვილი - რესპუბლიკელები“ - 1.47%; „თამაზ მეჭიარუი ერთიანი საქართველოსთვის“ - 0.16%; „დავით თარხან-მოურავი - ირმა ინაშვილი-საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - გაერთიანებული ოპოზიცია - 4.66%; „შალვა ნათელაშვილი საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ - 2.82%; „სახალხო ხელისუფლება“ - 0.6%; „საქართველოს კომუნისტური პარტია სტალინელები“ - 0,7%; „დავით თევზაძე საქართველო მშვიდობისათვის“ - 0,24%; „მშრომელთა სოციალისტური პარტია“ - 0,4%; „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია“ - 0 ,8%; „საქართველო“ - 0,1%; „ქართული იდეა“ - 0,12%; „თოფაძე - მრეწველები, ჩვენი სამშობლო“ - 0.99%; „მერაბ კოსტავას საზოგადოება“ - 0.5%; „სახალხო პარტია“ - 0.6%; „კახა ძაგანია, სოსო შატბერაშვილი, პაატა ჭიღლაძე, არჩილ ბერიძე, მემარცხენე ალიანსი“ - 0.5%; „ეროვნული ფორუმი“ - 0.51%; „ირაკლი ალასანია თავისუფალი დემორკატები“ - 3.45%; „ზვიადის გზა უფლის სახელით“ - 0.6%; „ჩვენი საქართველო ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბი“ - 0.5%; „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - 52.67%; „უბნების რაოდენობის დათვლასთან ერთად შესაძლოა შედეგები შეიცვალოს“, - დასძინა თამარ ჟვანიამ.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)