2016-10-08 22:40:32, 722 ნახვა
პოლიტიკა
GFK-ის საბოლოო მონაცემებით, პარლამენტში მხოლოდ ორი პარტია მოხვდება
GFK-ის ეგზიტპოლის საბოლოო შედეგების თანახმად, პარლამენტში მხოლოდ ორი პარტია შევა.
კერძოდ, GFK-ს მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველთა 39.9%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ - 32%.
პარლამენტში ვერ მოხვდება ვერც ერთი სხვა პარტია, მათი ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: "პატრიოტთა ალიანსი" - 4.3%; "ლეიბორისტული პარტია" - 3.6; "სახელმწიფო ხალხისთვის" - 3.4%; "თავისუფალი დემოკრატები" - 2.9%; დანარჩენი პარტიები 9.8%;
ცნობისთვის, GFK-ის ეგზიტპოლის პირველადი შედეგებით, პარლამენტში სამი პარტი ხვდებოდა: „ქართული ოცნება“ - 39.9%; „ნაციონალური მოძრაობა“ - 32.74%; „პატრიოტთა ალიანსი“ - 5.78%.
ინფორმაციისთვის, GFK-მ კვლევები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩაატარა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან