22:22 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-08 21:45:53, 652 ნახვა

პოლიტიკა
ქუმსიშვილი: რუსთავი 2-ის ეგზიტპოლების შედეგებს არ ვენდობი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეგზიტპოლს არ ენდობა.

როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, მას აზრი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არა ერთხელ დაუფიქსირებია.

 „მე არ ვენდობი „რუსთავი 2“-ს და არ ვენდობი „რუსთავი 2“-ის ეგზიტპოლებს. მე ეს არაერთხელ მაქვს დაფიქსირებული. მათ შორის „რუსთავი 2“-ის ეთრშიც, რომ ეს ტელევიზია სამწუხაროდ გახდა მხარე ამ პროცესის, ბოდიშს ვიხდი“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

 ქუმსიშვილის თქმით, ის საიმედო ეგზიტპოლებს და პარტიის მიერ ჩატარებულ გამოკითხვას ენდობა.

 „ჩვენ ვენდობით ჩვენს გამოკითხვებს და იმ ეგზიტპოლებს, რომელიც არის საიმედო, რომლითაც ჩვენ დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვეთ, ჩვენ ვართ აბსოლუტურად დარწმუნებული ამ გამარჯვებაში. ჩვენ ვიყავით ამ გამარჯვებაში დარწმუნებული და ვიყავით ქართველ ხალხში დარწმუნებული, იმიტომ, რომ სწორედაც რომ ქართველი ხალხის არჩევანია მათი განვითარება და კეთილდღეობა, თავისუფლება, ეს არის ის, რაც ამ ქვეყანას სჭორდება, სტაბილური და სწრაფი განვითრება“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics