2016-10-08 21:24:42, 719 ნახვა
პოლიტიკა
TNS OPINION-ის თანახმად გორში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლიდერობს
TNS OPINION-ის ეგზიტოლის თანახმად, გორში ხმათა უმრავლესობა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა იოსებ მაკრახიძემ მიიღო.
კერძოდ, ორგანიზაციის ცნობით, იოსებ მაკრახიძეს მხარი 39.8%-მა დაუჭირა; ირაკლი ოქრუაშვილს (დამოუკიდებელი კანდიდატი) – 16.1%; ალექსი გოგლიძეს (ნაციონალური მოძრაობა) 14.4%; ირაკლი ალასანიას (თავისუფალი დემოკრატები) – 13.7%.
აღნიშნული შედეგების თანახმად, მეორე ტურში ერთმანეთს იოსებ მაკრახიძე და ირაკლი ოქრუაშვილი დაუპირისპირდებიან.
შეგახსენებთ, ტელეკომპანიებმა -"იმედი", "საზოგადოებრივი მაუწყებელი", "მაესტრო" და "GDS" არჩევნების დღეს ეგზიტპოლები ერთობლივად ჩაატარეს.
მათ ეგზიტპოლის ჩასატარებლად საქართველოში სწორედ კომპანია "TNS OPINION" მოიწვიეს. როგორც ცნობილია, აღნიშნულ კომპანიას 40-ზე მეტ ქვეყანაში, ხუთასზე მეტი კვლევა აქვს ჩატარებული.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან