|
2016-10-07 17:25:21, 768 ნახვა
საზოგადოება
IBSU-ში პროექტის „გახდი სასამართლოს მეგობარი“ პრეზენტაცია გაიმართა
5 ოქტომბერს, „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“ წარმომადგენლებმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს პროექტის „გახდი სასამართლოს მეგობარი“ პრეზენტაცია წარუდგინეს. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სტუდენტებს პროექტის მიზნიბი, აქტივობები და განხორციელების გეგმა გააცნეს. პროექტის აქტივობები შემდეგნაირია: • პროექტის მსურველთა აპლიკაციების მიღება - ბოლო ვადა 30 ოქტომბერი; • ჟიურის მიერ აპლიკაციების გადარჩევა და 20 მონაწილის შერჩევა - 1-10 ნოემბერი; • სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტის შესახებ ტრენინგი თბილისის საქალაქო სასამრთლოში (მოსამართლე - ალექსანდრე იაშვილი) – 12-13 ნოემბერი; • სადისკუსიო კლუბის შეხვედრა, საქართველოს და საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობა (საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი და მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრი) – 14 ან 15 ნოემბერი; • პრაქტიკული დავალებები / კონკურის - ქეისების მიხედვით სასამართლოს მეგობრის მოსაზრებების მომზადება და ჟიურის მიერ გამარჯვებულების გამოვლენა - 15 ნოემბერი - 20 დეკემბერი; • პროექტის 2 გამარჯვებულის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიაში მიმდინარე 10 საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებების მომზადება და სასამართლოსთვის წარდგენა - 2017 წლის იანვარი - ივნისი (თითოეული სასამართლოს მეგობრის პოზიციისთვის ჰონორარირ 100$-ის ექვივალენტი ლარში); • პროექტის დახურვა - 2017 წლის ივლისი; პროექტი დაფინანსებულია ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მიერ. პროექტის პარტნიორები: მართლმსაჯულების გაძლირებისა და სასამართლებრივი განათლების ცენტრი, საქართველოს ახალხო დამცველის აპარატი, თბილისის საქალაქო სასამართლო. პროექტის მედია მხარდამჭერები: საინფორმაციო სააგენტო „პირველი“, საინფორმაციო სააგენტო „ლიბერალი“ და ანალიტიკური/საინფორმაციო სააგენტო „მედია კლუბი“. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრს“: ელ. ფოსტა: civilinvolvement@gmail.com ტელ: 597 79 73 11 – ლაშა გიორგაძე 577 05 61 17 - შოთა როსტომაშვილი იხ. აპლიკაციის ფორმა: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSc90MozKi19js-fxOxeivlNk4lq5rashW2lnP_pi-jL1MPr6g/viewform
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)