|
2016-10-07 13:47:19, 2427 ნახვა
მსოფლიო
სააკაშვილი თანამდებობიდან მის შესაძლო გადაყენებაზე: ოცნებას კაცი არ მოუკლავს
სააგენტო "რუპორ ოდესის" ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილის გადაყენების განკარგულებას ხელი მოაწერა. როგორც მედია საშუალება სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული განკარგულება 8 ოქტომბრის შემდეგ გამოქვეყნდება. "ქვეყნის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორის პოსტიდან გადაყენების განკარგულებას ხელი მოწერა. განკარგულება 8 ოქტომბრის შემდეგ გამოქვეყნდება, მიუხედავად საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგებისა", - ნათქვამია მედია საშუალების ინფორმაციაში. აღნიშნულ ფაქტს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკვე გამოეხმაურა. "ოცნებას კაცი არ მოუკლავს. პრეზიდენტის ვიზიტის დროს ჩვენ ერთობლივად წარვადგენთ ჩემ სამ ახალ მოადგილეს, რომელთა შორის კემბრიჯის და პრინსტონის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები არიან, ასევე ლონდონის სკოლის დამთავრებულებიც. გარდა ამისა ისინი ძალიან საინტერესო და პროფესიონალი ადამიანები არიან", - წერს ოდესის ოლქის გუბერნატორი.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)