09:12 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-05 17:57:43, 856 ნახვა

საზოგადოება
ავღანეთში საქართველოს საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე ქართველი სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს პარლამენტის არჩევნებში დღეს დილიდან აქტიურად მონაწილეობენ. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ავღანეთის ტერიტორიაზე ორი საარჩევნო უბანია გახსნილი. საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები საკუთარ არჩევანს ფარვანის პროვინციაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აკეთებენ, სადაც საარჩევნო უბანი დილის შვიდ საათზე გაიხსნა.

II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული მაზარ-ი-შარიფში, გერმანულ ბაზა „მარმალზე" გახსნილ საარჩევნო უბანზე იხდის მოქალაქეობრივ ვალს.

ქაბულში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბში დისლოცირებული IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის „ალფა" ასეულის სამხედროები კი, პარლამენტის არჩევნებში, როგორც ბაგრამის საარჩევნო უბნის ამომრჩევლები, გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით იღებენ მონაწილეობას.

საარჩევნო უბნები სპეციალურად მოაწყო და აღჭურვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ავღანეთში წარგზავნილმა ჯგუფმა, რომელმაც არჩევნების ჩატარებისთვის ყველა საჭირო ღონისძიება განახორციელა. ავღანეთში საქართველოს პარლამენტის არჩევნების სამართლიანად ჩატარებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების გარდა, მედიისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აკვირდებიან.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics