08:57 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-04 22:33:29, 771 ნახვა

საზოგადოება
თარგამაძის მანქანის აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მოქალაქის მდგომარეობა მძიმეა

გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მოქალაქის მდგომარეობა მძიმეა. ის ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ 15-20 წუთის წინ მიიყვანა და ის გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში რჩება.

მეორე დაშავებული გადაყვანილია „ამტელ ჰოსპიტალში“. ქალბატონის მდგომარეობა სტაბილურია, მას ქირურგიული ჩარევა არ დასჭირვებია.

ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ კოლმეურნეობის მოედანზე "პირიმზესთან" "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის მანქანა აფეთქდა. დაშავებულია სამი ადამიანი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics